დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 940 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №940
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვა 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის (ორგანიზაციული კოდი: 38 13 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები