დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 939 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №939
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად:
1. თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს მიეცეს თანხმობა „ ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების არაუმეტეს 1 კალენდარული წლით დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე.
2. ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვის პერიოდში „ ძველი ბათუმის“ ტერიტორიაზე მშენებლობა, რეკონსტრუქცია და დემონტაჟი განხორციელდეს მხოლოდ ამ პერიოდისათვის დადგენილი ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერის დასაბუთებული წერილობითი წინადადების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი დროებითი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს – განაშენიანების რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები