დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 937 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №937
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №5 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას – 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა;
ბ) მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა;
გ) მეგობრობის გამზირზე ქვეითად მოსიარულეთათვის ტროტუარის მოწყობა-მშენებლობა;
დ) მეგობრობის გამზირის მონაკვეთის (ახალგაზრდობის პარკიდან სასტუმროს მოედნამდე) საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;
ე) მე-16 და მე-17 მიკრორაიონებს შორის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;
ვ) მუნიციპალური სამგზავრო ავტობუსების შეძენა;
ზ) მესხიშვილის მე-2 გასასვლელის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია;
თ) ავარიული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;
ი) მეგობრობის გამზირის №22, №26, №30 და №41 საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;
კ) ქ. რუსთავში, შარტავას გამზირის საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით);
ლ) ფალიაშვილის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია;
მ) მესხიშვილის ქუჩის №4 და №5 საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია;
ნ) შარტავას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის რეაბილიტაცია;
ო) ქ. რუსთავის საახალწლოდ გასაფორმებელი სადეკორაციო ხარჯების დაფინანსება;
პ) ქ. რუსთავში კლდიაშვილის სკვერში დეკორატიული სანათების მოწყობის დაფინანსება.“.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები