ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 928
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
928
09/12/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009
000000000.00.00.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 928

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის  გამოყოფის შესახებ

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის მოწყობისა და შესაბამისი ტექნიკის შეძენის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ზ. გოროზიამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ნ. გილაური