„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის #07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის #07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 13/01/2014
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016004
08
13/01/2014
ვებგვერდი, 15/01/2014
010340000.44.064.016004
„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის #07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №08

2014 წლის 13 იანვარი

. თბილისი

 

„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის #07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს კანონის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“  საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბერის №07 ბრძანებით (matsne.gov.ge 10/01/2013 სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016003) დამტკიცებულ აკრედიტაციის სისტემის წესებსა და პროცედურებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

  1.  „საკ 1.1 : 2012 - აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა). მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2014 წლის 1 მაისიდან საგამოცდო და საკალიბრებელმა ლაბორატორიებმა აკრედიტებული სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა უზრუნველყონ სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია“.

 

ბ).  მე-3 მუხლის  მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს და აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება რეგულირდება:   საკ 1.12:2012 – „აკრედიტაციის ცენტრის ლოგო,  აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესები“-ის შესაბამისად.“

 

გ).  მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1 2014 წლის 20 იანვრიდან აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს შეფასებას სსტ ისო/იეკ 17020:2010 ან სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-ის შესაბამისობაზე. 2015 წლის 1 მარტიდან ინსპექტირების ორგანომ აკრედიტაციის შესანარჩუნებლად უნდა დააკმაყოფილოს „სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013  შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის“. აღნიშნულ სტანდარტზე  გადასვლის პირობები ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებ გვერდზე, ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემაში.“

 

დ).   მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრედიტაციის სამუშაოების საფასურის გადახდიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში, წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადასცემს ხელზე, რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.“

 

ე).   მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს დაკვირვებას აკრედიტებული (აკრედიტაციის მაძიებელი) პირის პრაქტიკულ მოქმედებებზე. გამცხადებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების ჯგუფის დაშვება ყველა სამუშაო უბანზე/ფილიალში. ასევე, მოთხოვნის თანახმად უზრუნველყოს შეფასების ჯგუფის მიერ დაკვირვებების ჩატარება, რაც გულისხმობს გაცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას.  თუ ვერ ხერხდება მსგავსი მოქმედებების განხორციელება, წამყვანი შემფასებელი ამის შესახებ უთითებს შეფასების ანგარიშში.“

 

ვ).   მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) კრიტიკული - პირველადი შეფასების შემთხვევაში, აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე  და ერთობლივი შეთანხმებით შეუსაბამობის გამოსასწორებლად დგინდება გონივრული ვადა (არაუმეტეს 6 თვისა). შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, შეფასების ჯგუფმა შესაძლოა მოითხოვოს ობიექტის ხელახალი შეფასება (ნაწილობრივ ან მთლიანად, შეუსაბამობის ადეკვატურად), რის შესახებაც მიეთითება შეუსაბამობის ფურცელში და შეფასების ანგარიშში. განმცხადებელმა უნდა აანაზღაუროს  განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად). მონიტორინგის დროს კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 კვირა. სხვა ვადა შეიძლება დადგინდეს საკითხის ტექნიკურ კომიტეტზე განსახილველად გადაცემის შემთხვევაში. კრიტიკული შეუსაბამობის არ აღმოფხვრა ხდება აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერების მიზეზი.“

 

ზ).  მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ განმცხადებლის მხრიდან  შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის  მე-3 პუნქტში  მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს   თავიდან.“

 

თ).  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ”2. აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილებას 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე და თანხმობის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე.  ცენტრის მიერ გაიცემა „აკრედიტებულ პირთა რეესტრში“ რეგისტრირებული აკრედიტაციის მოწმობა და მისი დანართი - აკრედიტაციის სფერო. აკრედიტაციის ცენტრი განათავსებს თავის ვებ გვერდზე -www.gac.gov.ge ინფორმაციას აკრედიტებული პირის შესახებ მისი აკრედიტაციის სფეროს მითითებით.“

 

ი).  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბოლოო შედეგები ფორმდება წამყვანი შემფასებლის მიერ შეფასების ანგარიშის სახით და გადაეცემა აკრედიტაციის კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად.“

 

  1. „საკ 1.2 : 2012 - აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა).  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს 21 პუნქტი:

„2. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, ადგილზე შეფასების ჩატარების ვადაა აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.“

„21.  იმ აკრედიტებულმა პირებმა, რომელთაც ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე შეუსრულდათ ყოველი ერთი წელი აკრედიტაციის გაცემის თარიღიდან, უნდა წარმოადგინონ წერილობითი თანხმობა მონიტორინგის ჩატარებაზე და გადაიხადონ შესაბამისი საფასური 2014 წლის 31 იანვრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია.“

 

ბ). მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მონიტორინგი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ აკრედიტაციის მოწმობის ოთხწლიანი მოქმედების პერიოდში მოიცვას აკრედიტაციის სფერო სრულად. ყოველწლიურად შეფასდება აკრედიტებული სფეროს გარკვეული ნაწილი, რომლის გეგმაც წინასწარ ეცნობება აკრედიტებულ პირს საქმის მენეჯერის მიერ აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ.“

 

გ).  მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაში გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება, გაკეთდება შესაბამისი მითითება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და არგუმენტირებული მითითებით ეცნობება მეორე მხარეს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით ჩაბარდება ხელზე.“

 

დ).  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არაგეგმიური მონიტორინგი ხორციელდება აკრედიტებული პირის წერილობითი მომართვის საფუძველზე.“

 

  1. „საკ 1.3:2012  -  წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი  ლაბორატორიების  სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა).  მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  შეფასების ჯგუფი დააკვირდება ლაბორატორიის პერსონალის მიერ განხორციელებულ გამოცდის/დაკალიბრების კონკრეტულ სამუშაოებს.“

 

ბ).  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო  ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“

 

გ). დანართი 2- ში, საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს, დაემატოს სეს  ესნ კოდების გრაფა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი  2

საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო

გამოცდა

ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) №

(ის გამოცდები, რომლებიც ტარდება სხვადასხვა სამუშაო უბნებზე, ვარსკლავით უნდა იყოს მარკირებული)

 

სეს/ესნ

კოდი

 

გამოსაცდელი

პროდუქტი/მასალა

 

გამოცდების სახეობა

საკვლევი პარამეტრები

 

გამოცდის მეთოდის იდენტიფიკაცია და დასახელება

 

 

 

 

 

 

 

დ). დანართი 2-ში, საგამოცდო ლაბორატორიის ნიმუშის აღების სფეროს, დაემატოს სეს  ესნ კოდების გრაფა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2

 

საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო

ნიმუშის აღება

ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) №

სეს/

ესნ კოდი

 

ნიმუშის აღების ობიექტი

 

ნიმუშის აღების პროცედურის/მეთოდის იდენტიფიკაცია და დასახელება

 

 

 

 

                                                                                                                                                                                                           “.

4. „საკ 1.4 :2012 - წესები და პროცედურები სამედიცინო  ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 15189:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა).  მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შეფასების ჯგუფი დააკვირდება ლაბორატორიის პერსონალის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ გამოცდებს.“

 

ბ).  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო  ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“

 

გ).  მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ განმცხადებლის მხრიდან  შეუსაბამობები არ გამოსწორდა  ამ მუხლის მე-5 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და  აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს   თავიდან.“

 

5.  „საკ 1.5:2012 – წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების

სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა).   მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშობა სერტიფიკაციის  სქემის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის.“

 

ბ).   მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო  ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“

 

გ).  მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ განმცხადებლის მხრიდან  შეუსაბამობები არ გამოსწორდა  ამ მუხლის  მე–5 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და  აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს   თავიდან.“

 

6.  „საკ 1.6 : 2012 - წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა).  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშობა სერტიფიკაციის  სქემის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის.“

 

ბ).  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო  ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“

 

7. „საკ 1.7:2012 –„წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა).  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შეფასების ჯგუფი  შეაფასებს  მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება სერტიფიკაციის  მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება სერტიფიკაციის  მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის.“

 

ბ).  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს და ცენტრალურ ოფისს, რამოდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაციის სერტიფიკაციისათვის შერჩევითობის შესახებ IAF-ის დოკუმენტის გამოყენებით.“

 

გ).  მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ განმცხადებლის მხრიდან  შეუსაბამობები არ გამოსწორდა  ამ მუხლის მე-5 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და  აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადია აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.“

 

8. „საკ 1.8:2012 –„წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010 - თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა).  მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილზე შეფასება მოიცავს შეფასების ჯგუფის მხრიდან, განმცხადებლის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე პრაქტიკაში დაკვირვებას, რათა დარწმუნდნენ, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება ოქმების/სერტიფიკატების გაცემის პროცესში.“

 

ბ).  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო, ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“

 

გ).  მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ განმცხადებლის მხრიდან  შეუსაბამობები არ გამოსწორდა  ამ მუხლის  მე-5 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და  აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.“

 

დ).  მე-10 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინსპექტირების ორგანოები ვალდებულნი არიან შექმნან მათ მიერ განხორციელებული ინსპექტირების ობიექტის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა, ასევე შეინახონ ინსპექტირებულ კვანძებზე, აგრეგატებსა და დეტალებზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები და წარუდგინონ აკრედიტაციის ცენტრს მოთხოვნის შემთხვევაში და მათ შორის მონიტორინგის დროს.“

 

ე). წესებსა და პროცედურებს დაემატოს დანართი 4 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                             

დანართი  4

ინფორმაცია  ხელსაწყო-მოწყობილობის თაობაზე

სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) №

საგამოცდო/საკალიბრებელი ხელსაწყო-მოწყობილობის აღწერა

 

ხელსაწყო-მოწყობილობების დაკალიბრების უზრუნველყოფა

(როდის, ვის მიერ, სერტიფიკატი)

ხელსაწყო-მოწყობილობების სერიული ნომერი

 

 

 

 

 

9. „საკ 1.9:2012 - აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა).  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაციები, საჩივრები) განხილვა და მათზე გადაწყვეტილების მიღება საკ: 1.11:2012 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურა“-ს შესაბამისად.“

 

ბ).  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეფასების ანგარიშს, მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციასა და სხვა თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე განსახილველად და აკრედიტაციის მინიჭებაზე ან უარის თქმაზე რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ  შეფასებაში და რომლებიც 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენენ თავიანთ რეკომენდაციას გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს დადგენილი ფორმით.“

 

გ).  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეკომენდაცია ფორმდება დოკუმენტალურად და გადაეცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს, რომელიც 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას  და თანხმობის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე.“

 

დ). მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე უფლებამოსილია საქმეში აღმოჩენილი უზუსტობის ან/და შეუსაბამობის ან/და საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და საკითხი უკან გადაუგზავნოს აკრედიტაციის კომიტეტს და წამყვან შემფასებელს ან/და გადაამისამართოს აღნიშნული საკითხი აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკურ კომიტეტში.“

     

ე).  მე-6 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტებული პირების მონიტორინგის (მათ შორის არაგეგმიური) ანგარიშს და თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე განსახილველად და რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ  შეფასებაში. რეკომენდაცია 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარედგინება გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს წერილობით ფორმაში. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას  და  გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.“

 

10. „საკ 1.10:2012 - აკრედიტებულ პირთა  რეესტრის წარმოების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა). წესის დანართი 1-ში, აკრედიტებულ პირთა რეესტრს დაემატოს სვეტი - „შესაბამისობის შემფასებელი პირის სახეობა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                                                                        

                                                                                                                დანართი 1

ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ხელმძღვანელის სახელი, გვარი

შესაბამისობის    შემფასებელი   პირის   სახეობა

აკრედიტაციის სფერო

აკრედიტაციის მოწმობის მონაცემები

შენიშვნა

აკრედიტაციის მოწმობის მიღების

თარიღი

აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების

ვადის დასრულების თარიღი

რეგისტრაციის ნომერი

(აკრედიტაციის მოწმობის ნომერი)

 

1

2

3

4

5

6

7

8

 

11. „საკ 1.12 : 2012  – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო,  აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

ა).  მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. აკრედიტაციის სიმბოლოს აღწერა.“

 

ბ). მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სერტიფიკატებსა და გამოცდის ოქმებში, ან თანდართულ ოფიციალურ ბლანკებში, რომლებიც შეიცავენ აკრედიტაციის სიმბოლოს, მაგრამ აკრედიტებულ შედეგებთან ერთად ასახავენ არააკრედიტებულ შედეგებს, ასეთი შედეგების გასწვრივ უნდა იყოს გაკეთებული მითითება “ამ შედეგებზე აკრედიტაცია არ ვრცელდება.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
იმ აკრედიტებულმა პირებმა, რომლებსაც აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი გაუვიდათ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე, უნდა უზრუნველყონ მონიტორინგის ჩატარებაზე წერილობითი თანხმობის წარდგენა აკრედიტაციის ცენტრში და შესაბამისი საფასურის გადახდა 1 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია.

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“–ს გენერალური დირექტორიპაატა გოგოლიძე