ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/01/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
სარეგისტრაციო კოდი
14
10/01/2014
ვებგვერდი, 10/01/2014
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №14

2014 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დაინიშნოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2014 წლის 10 თებერვალს.

2. ნოტარიუსთა საკვალიფილაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად – ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და პროფესიული ნაწილი.

3. გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.

4. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მინისტრი                                                                                                                                                თეა წულუკიანი