დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.038.016260 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტები შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.038.016140, 28/12/2012) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები: „დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;“ დ2) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების განხორციელება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“ 2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები: „ა1) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას; ა2) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების განხორციელებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები