დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 20/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №62
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ.ცისკარიშვილი) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოფლის მექანიზაციის პროგრამის“ მიხედვით (ორგანიზაციული კოდი 37 01 14) გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად შესრულებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები