დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 24/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №152
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1 . მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საგრანტო ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან _ „ფონდი _ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევისა და სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერის სტატისტიკური სამუშაოების, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
2 . „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური სამინისტრო.
3 . განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები