ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017598
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
03/01/2014
ვებგვერდი, 14/01/2014
300160070.10.003.017598
ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/01/2014 - 01/12/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების” დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები” (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის პირობებსა და პროცედურებს მათი ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნების აუცილებელი პირობით.

3. რეგლამენტი ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ყველა სახის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა მოპედისა, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელზეც ხდება აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება, მოხსნა, დაყენება და პარამეტრების შეცვლა.

4. რეგლამენტი სავალდებულოა შესასარულებლად ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

 

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

რეგლამენტის მიზანია:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მათი უსაფრთხოების განმსაზღვრელი პირობებისა და პროცედურების დადგენა;

ბ) საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან;

გ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია.

 

მუხლი 3. გამოყენებული ტერმინები

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) – ტერმინი განიმარტება ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) საავტომობილო გზა – ტერმინი განიმარტება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება – სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების და მოწყობილობების მოხსნა ან/და კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი ელემენტების და მოწყობილობების დაყენება ან/და კონსტრუქციული პარამეტრების შეცვლა, რომელთაც უშუალო გავლენა აქვთ მოძრაობისა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე;

დ) საბაზო სატრანსპორტო საშუალება – დადგენლი წესით სერტიფიცირებული და აღიარებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციაშიც ხორციელდება ცვლილება;

ე) სატრანსპორტო საშუალების მარკა - სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის საფირმო სახელწოდების ანბანური აღნიშვნა;

ვ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი ან/და მოდელი – სატრანსპორტო საშუალებათა ერთობლიობა, რომლებიც ხასიათდებიან ერთნაირი კონსტრუქციული ნიშნებით და რომელთა ტექნიკურ აღწერაში რიცხვითი ან/და ანბანური აღნიშვნით არის ასახული სატრანსპორტო საშუალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია;

ზ) სატრანსპორტო საშუალების ელემენტები – აგრეგატები, კვანძები, სისტემები, დეტალები და მოწყობილობები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ გამოყენებულია ან/და ნებადართულია გამოსაყენებლად სრულად დაკომპლექტებულ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში;

თ) ტესტირების (საგამოცდო) ცენტრი (შემდგომში ტესტირების ცენტრი) – საწარმო, რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე სამუშაოების მწარმოებელი (სერვისის საწარმო) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სამუშაოებს კანონმდებლობის შესაბამისად და მიღებული აქვს შესაბამისობის დეკლარაცია/სერტიფიკატი აღნიშნულ მომსახურებაზე;

კ) გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებს და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთებისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ.

 

მუხლი 4. სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში ცვლილების შეტანის პროცედურა

1. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების ისეთი გადაკეთება, რომელიც გამოიწვევს მისი მარკის შეცვლას.

2. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შემდეგ მისი სრული მასა, ღერძებზე დასაშვები მაქსიმალური დატვირთვები და ტვირთამწეობა არ უნდა აჭარბებდეს საბაზო სატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური დახასიათებით დადგენილ ზღვრებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში არის შეტანილი შესაბამისი ცვლილება და ეს ცვლილება რეგისტრირებულია დადგენილი წესით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გაბარიტული ზომები – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს კონსტრუქციაში ცვლილების შეტანა.

3. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისას მის კონსტრუქციაში დასაშვები ცვლილებების ჩამონათვალი და პირობები მოცემულია დანართში №1.

4. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (შემდგომში – მფლობელი) სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში ცვლილებას ახორციელებს საკუთარი ძალებით ან სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე სამუშაოების მწარმოებლის (სერვისის საწარმოს) მეშვეობით.

5. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისას კონსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით მფლობელი განცხადებით (თუ ცვლილება განხორციელებულია სერვისის საწარმოს მეშვეობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს მის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. დანართი №2) მიმართავს ამ მომსახურებაზე აკრედიტებულ ტესტირების ცენტრს.

6. გადაკეთების სამუშაოების მოცულობიდან ან/და სირთულიდან გამომდინარე, ტესტირების ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობას თან უნდა დაერთოს კონსტრუქციაში ცვლილებებისათვის განხორციელებული სამუშაოების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

7. ტესტირების ცენტრი განიხილავს მფლობელის განაცხადს გადაკეთებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით ტესტირების ჩატარების მოთხოვნით და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

8. გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ტესტირების სამუშაოების ჩატარების შემდეგ ტესტირების ცენტრის მიერ ფორმდება შეფასების აქტი ტესტირებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ხდება მისი რეგისტრაცია სააღრიცხვო ჟურნალში საიდენტიფიკაციო მონაცემების (აქტის №, აქტის შედგენის რეგისტრაციის თარიღი, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, გადაკეთების სახეობა, მფლობელი, მისი მისამართი და ტელეფონი) მითითებით. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სავალდებულოა ჩატარდეს (გარდა ამ რეგლამენტის დანართი №1-ის მე-11 მუხლით განსაზღვრული გადაკეთებისა) გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ რეგლამენტის დანართი №1-ის მე-11 მუხლით განსაზღვრული გადაკეთებისას ტესტირების ცენტრი ახდენს გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ გამონაბოლქვის პარამეტრების ტესტირებას და მისი შედეგები აისახება ამ პუნქტით გათვალისწინებულ შეფასების აქტში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ტესტირების ცენტრის მიერ გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელზე გაიცემა გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი (ინფორმაცია, რასაც უნდა მოიცავდეს ტესტირების ბარათი მოცემულია რეგლამენტის დანართ №3-ში).

10. ტესტირების ცენტრი ვალდებულია შექმნას სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგების ამსახველი ფოტომასალა და მასთან ერთად შეინახოს შეფასების აქტი, აგრეთვე გადაკეთებულ კვანძებზე, აგრეგატებსა და დეტალებზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები.

11. ამ რეგლამენტის შესაბამისად, გადაკეთებული სატრანსპორტო საშულების მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, რომლის წესები და პირობები რეგულირდება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით.

 

დანართი №1

 

სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისას მის კონსტრუქციაში დასაშვები ცვლილებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების პირობები

    

მუხლი 1. ძარას ტიპის ან/და მოდელის შეცვლა

1. დასაშვებია ძარას ტიპის ან/და მოდელის შეცვლა, რომელიც დაკავშირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სერტიფიცირებული სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის შასზე სტანდარტული თვითსაცლელი და/ან ბორტული ძარების, ცისტერნის, ძარა-ფურგონის (მათ შორის კონტეინერის) ტენტის დაყენებასთან, აგრეთვე აღნიშნული ტიპების ძარების დაყენება ურთიერთსანაცვლოდ.

2. ძარა (ცისტერნა) საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოზე სამაგრი ელემენტებით, იგივე ან მეტი სრული მასის საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძარას ან ცისტერნის ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი სტანდარტული ელემენტებით. უკანა გარე მაშუქი და უკანა სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნის განათების ხელსაწყოების განთავსება-დაყენების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ უნდა იქნეს სახსნელი შეერთებები მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ელექტრომოწყობილობისა და სამუხრუჭო სისტემის შესაერთებლად.

3. დაუშვებელია სატვირთო თვითმცლელი სატრანსპორტო საშუალების ძარას ბორტების 500 მმ-ზე მეტად ამაღლება.

 

 მუხლი 2. საწვავის დამატებითი ავზების დაყენება

1. დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენება საწვავის დამატებითი ავზებისა, რომლებიც სერტიფიცირებულია/დაშვებულია (შემდგომში – სერტიფიცირებულია) მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში.

2. დამატებითი საწვავის ავზები დაყენებული და დამაგრებულ უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალებაზე დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ ადგილზე საბაზო სატრანსპორტო საშუალების ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი ელემენტებით.

 

მუხლი 3. ბორტული და თვითსაცლელი ძარების და ცისტერნის ნაცვლად უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობების დაყენება

1. დასაშვებია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში სერტიფიცირებული ბორტული, თვითსაცლელი და სხვა სპეციალიზებული ძარების, ცისტერნის და უნაგირა ჩასაბმელი მოწყობილობის დაყენება ურთიერთსანაცვლოდ.

2. უნაგირა მოწყობილობა უნდა იყოს სტანდარტული და დამაგრებული საბაზო სატრანსპორტო საშუალების ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი ელემენტებით. უნაგირა მოწყობილობის განთავსება უნდა შეესაბამებოდეს მოცემული მარკის სერიულად გამოშვებულ უნაგირა საწევარზე განთავსებას და უნდა უზრუნველყოფდეს საწევარისა და ნახევარმისაბმელის შემობრუნებას ტაბიკის ღერძის გარშემო ჰორიზონტალურ სიბრტყეში არანაკლებ 900-ით ორივე მიმართულებით. უკანა გარე მაშუქი და უკანა სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშნის განათების ხელსაწყოების განთავსება-დაყენების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საწევარზე დაყენებულ უნდა იქნეს სახსნელი შეერთებები ნახევარმისაბმელის ელექტრომოწყობილობისა და სამუხრუჭო სისტემის შესაერთებლად.

 

მუხლი 4. ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი ძარა-ფურგონის შასზე დაყენება

1. დასაშვებია სპეციალურად ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების ძარა-ფურგონის (რომელიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) შასზე დაყენება.

2. ძარას სიმაღლემ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში. ძარა-ფურგონი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოზე სტანდარტული სამაგრი ელემენტებით, იგივე ან მეტი სრული მასის საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძარას ან ცისტერნის ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სტანდარტული სამაგრი ელემენტებით. სავარძლები დაყენებული უნდა იქნეს ისე, რომ მგზავრები ისხდნენ სახით მოძრაობის მიმართულებით. შესასვლელი კარი განთავსებული უნდა იყოს ფურგონის უკანა ნაწილში, იღებოდეს გარეთ (ძარას უკანა ბორტი უნდა იყოს მოხსნილი), უნდა გააჩნდეს საავტომობილო ტიპის საკეტი, სახელური და კიბე. ფურგონს გვერდით მხარეებზე უნდა გააჩნდეს ფანჯრების სახით ავარიული გამოსასვლელები ზომით 600X800 მმ, რომლებიც უნდა იღებოდეს შიგნიდან გარეთ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე, აგრეთვე ვენტილიაცია, განათება და, საჭიროების შემთხვევაში, გათბობა. ფურგონი მოწყობილი უნდა იყოს ორმხრივი ხმოვანი ან სანათი კავშირით კაბინაში მძღოლთან, ცეცხლსაქრობით და სამედიცინო აფთიაქით. სატრანსპორტო საშუალებას ძარა-ფურგონით უნდა გააჩნდეს გარე მაშუქი ხელსაწყოები კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე გარე გაბარიტული მაშუქები: წინ თეთრი, ხოლო უკან – წითელი ფერის.

 

მუხლი 5. ჯალამბარის, ტვირთამწე ბორტის და დამოუკიდებელი დატვირთვა- განტვირთვის ჰიდრავლიკური ამწის დაყენება

1. დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე მისი ფუნქციონალური დანიშნულების ცვლილებისას ჯალამბარის, ტვირთამწე ბორტის და დამოუკიდებელი დატვირთვა-განტვირთვის ჰიდრავლიკური ამწის (რომელიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) მოხსნა/დაყენება.

2. ტვირთამწე ბორტი, ჯალმბარი და ჰიდრავლიკური ამწე საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალებაზე და ტვირთამწე ბორტს არ უნდა ჰქონდეს ტრავმასაშიში გამონაშვერები, რომლებიც შეიძლება წამოედოს სხვა საგზაო მონაწილეს და გამოიწვიოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ან თავისი ფორმით, ზომებით, განთავსებით, ფიზიკური თვისებებით შეიძლება გააძლიეროს მოძრაობის მონაწილეების ტრავმის სიმძიმე. ჯალამბარი არ უნდა გადიოდეს წინა უსაფრთხოების ბამპერის წინ. ჯალამბარის წინ გამონაშვერი დასაშვებია, თუ იგი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს დახურულია დამცავი ელემენტით. უკანა გარე მაშუქი და უკანა სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშნის განათების ხელსაწყოების განთავსება-დაყენების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მუხლი 6. სპეციალური არასახსნელი მოწყობილობების დაყენება

1. დასაშვებია სატრანსპორტო საშუალებაზე (მათ შორის, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების სალონში) და მისაბმელებზე მათი ფუნქციონალური დანიშნულების ცვლილებისას სპეციალური მოწყობილობების (რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) მოხსნა/დაყენება.

2. არასახსნელი მოწყობილობები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სტანდარტული სამაგრი ელემენტებით. მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის სალონში სპეციალურ მოწყობილობას არ უნდა გააჩნდეს ტრავმასაშიში გამონაშვერები. მსუბუქ ავტომობილში სპეციალური მოწყობილობა არ შეიძლება დაყენებულ იქნეს მართვის ორგანოების ზონაში და მან არ უნდა შეზღუდოს უკანა მინის მხედველობის არე. მისაბმელზე დაყენებულ უნდა იქნეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი შუქამრეკლები. გარე უკანა მაშუქი და სახელმწიფო სარეგისტრაციო უკანა ნიშნის განათების ხელსაწყოების განთავსება-დაყენების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მუხლი 7. ბორტების ნაცვლად კოფოს დაყენება

1. დასაშვებია სატვირთო ბორტიან სატრანსპორტო საშუალებაზე და ბორტიან ორღერძიან მისაბმელებზე ბორტების ნაცვლად კოფოს (ავტომობილ-საწევარზე და მისაბმელ-საძვრისზე დაყენებული საბრუნი მოწყობილობა გრძელზომიანი ტვირთისთვის) დაყენება.

2. კოფო საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სტანდარტული სამაგრი ელემენტებით და აღჭურვილი უნდა იყოს გაზრდილი ხმაურის გამომრიცხავი სამარჯვებით.

 

მუხლი 8. შასზე ძარა-ფურგონის, სახელოსნოს, ფოსტის და კვების პროდუქტების გადასაზიდის დაყენება

1. დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების შასზე ძარა-ფურგონის, სახელოსნოს, ფოსტის და კვების პროდუქტების გადასაზიდის (რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) დაყენება, გარდა სპეციალურად ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების ძარა-ფურგონისა.

2. ძარა-ფურგონი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოზე სამაგრი ელემენტებით, იგივე ან მეტი სრული მასის საბაზო სატრანსპორტო საშუალების ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი ელემენტებით. ფურგონის კარები განთავსებული უნდა იყოს უკან ან მარჯვენა მხარეს. ფურგონის გვერდითი კარები უნდა იღებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ (სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებიდან). გვერდითი კარების საფეხურები არ უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტული ზომიდან. გვერდითი კარების მბრუნავი ტიპის (კარების სიბრტყეში ბრუნვადი) სახელურების გამოყენებისას სახელურის ღია დაბოლოება მიმართული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ, კარისკენ. თვით სახელური დამონტაჟებული უნდა იყოს ისე, რომ ის შემობრუნდეს კარის პარალელურ სიბრტყეში და არა გარეთ. დაკეტილ მდგომარეობაში სახელურის დაბოლოება უნდა იყოს ჩაღრმავებაში ან დამცავ სამარჯვში. გვერდითი კარების ნებისმიერი მიმართულებით გარეთ შემობრუნებადი კარების არაპარალელურ სიბრტყეში სახელურების გამოყენებისას, სახელური გაღებული დაბოლოება მიმართული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ, ან ქვემოთ. დაკეტილ მდგომარეობაში სახელური დაბოლოება უნდა იყოს ჩაღრმავებაში ან დამცავ სამარჯვში. სახელოსნოს მოწყობილობები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული. ფურგონის გარე ზედაპირზე არ უნდა იყოს ტრავმასაშიში გამონაშვერები, რომლების შეიძლება წამოედოს მოძრაობის სხვა მონაწილეებს და გამოიწვიოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ან რომლებმაც თავისი ფორმით, ზომებით, განთავსებით ან ფიზიკური თვისებებით შეიძლება გააძლიეროს საგზაო სატრანსპორტო მონაწილეთა ტრავმის სიმძიმე. ფურგონის გვერდითი კარების სახელურები შეიძლება გამოშვერილი იყოს კარების ზედაპირიდან არაუმეტეს 40 მმ-სა. ფურგონის კარების სახსრული შეერთებები შეიძლება გამოშვერილი იყოს კარების ზედაპირიდან არაუმეტეს 30 მმ. მძღოლის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს ორივე მხარეს უკანა ხედვის სტანდარტული სარკეებით.

 

მუხლი 9. ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაკეთება მისი დანიშნულების შეცვლის მიზნით

1. დასაშვებია ერთმოცულობიანი ძარას მქონე სატვირთო ავტოფურგონის გადაკეთება ბორტიან სატვირთო (რომლებიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებად. ცვლილებების შეტანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სატვირთო და სამგზავრო განყოფილებებს შორის დამცავი ტიხარი.

2. დასაშვებია სატვირთო (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების) ავტოფურგონის გადაკეთება მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის №36 და №52 წესების შესაბამისად. რეგლამენტის დანართ №4-ში „ავტობუსის კლასიფიკაცია და მათი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები“ მოცემულია ამ წესების შესაბამისად განსაზღვრული ტექნიკური პირობები და პარამეტრების მნიშვნელობები.

3. დასაშვებია მგზავრთა გადასაყვანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაკეთება სატვირთო (მათ შორის სპეციალური დანიშნულების) ავტოსატრანსპორტო საშუალებად.

4. დასაშვებია №2 და №3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კაბინის შეცვლა ან გადაკეთება მასში მძღოლთა საძილე ადგილის მოწყობის მიზნით, შესაბამისი ნორმების დაცვით. 

 

მუხლი 10. ცვლილებების შეტანა ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში მისი სამგზავრო-სატვირთო დანიშნულებით გამოყენების მიზნით

1. დასაშვებია ცვლილებების შეტანა №1, №2, №3, M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის სპეციალური დანიშნულების) კონსტრუქციაში მათი სამგზავრო-სატვირთო დანიშნულებით გამოყენების მიზნით არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით მძღოლის ჩათვლით.

2. ცვლილებების შეტანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სატვირთო და სამგზავრო განყოფილებებს შორის დამცავი ტიხარი.

 

 მუხლი 11. ძრავას შეცვლა სხვა ძრავათი

1. დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების ძრავას შეცვლა სხვა მოდელის/მარკის ძრავათი. შეცვლილი ძრავას მასა 30%-ზე მეტად არ უნდა განსხვავდებოდეს საბაზო სატრანსპორტო საშუალების ძრავას აღნიშნული პარამეტრისაგან.

2. დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების ძრავას შეცვლა სხვა ლიტრაჟის და პარამეტრების ძრავათი, რომელიც სერტიფიცირებულია მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების უზრუნველყოფით.

 

მუხლი 12. მართვის ორგანოებში კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა

დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების მართვის ორგანოებში კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხელით სამართავ ორგანოებად და სასწავლო ავტომობილად გამოყენების მიზნით მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

მუხლი 13. წარმოებიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებაზე გარე მაშუქი ხელსაწყოების დაყენება

1. დასაშვებია სერიული წარმოებიდან მოხსნილ სატრანსპორტო საშუალებაზე სხვა მარკისა და მოდელების სატრანსპორტო საშუალებათა გარე მაშუქი ხელსაწყოების დაყენება.

2. გარე მაშუქი ხელსაწყოების შეცვლის შემდეგ მათი რაოდენობა, ტიპი, განთავსება და მუშაობის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით და/ან კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მუხლი 14. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა

დასაშვებია გადაკეთებული (მათ შორის, რამდენჯერმე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა მისი გადაკეთებამდე (თუ აღნიშნული გადაკეთება განხორციელებულია დადგენილი პირობების დაცვით) არსებულ ან დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ პირვანდელ მდგომარეობამდე დაყვანის მიზნით.

 

დანართი №2

 

ც ნ ო ბ ა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე

 

ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

1. სერვისის საწარმოს დასახელებას;

2. სერვისის საწარმოს მისამართს, ტელეფონს;

3. დეკლარაციის/სერტიფიკატის ნომერს;

4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების საწყის მონაცემებს:

ა) მფლობელი;

ბ) VIN კოდი (საიდენტიფიკაციო ნომერი);

გ) დამამზადებლის საფირმო დასახელება;

დ) მარკა, ტიპი ან/და მოდელი;

ე) ძრავას მარკა;

ვ) ძრავას მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (კვტ/ცხძ);

ზ) სრული მასა, კგ;

თ) აღჭურვილი (საკუთარი) მასა, კგ;

ი) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვით, წინა/უკანა, კგ.;

კ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა, კგ;

ლ) გაბარიტული ზომები, მმ;

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად შეცვლილ მახასიათებლებს;

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების მოკლე აღწერას;

 7. აღნიშვნას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

 8. სერვისის საწარმოს პასუხისმგებელი პირის სახელს, გვარს, ხელის მოწერას, ბეჭედს.

 

 დანართი №3

 

გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების

ტესტირების ბარათი

 

გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

1. მექანიკური სატრანსპოტო საშუალების გადაკეთებაზე ტესტირების ბარათის სარეგისტრაციო ნომერს, თარიღს;

2. ტესტირების ცენტრის დასახელებას;

3. ტესტირების ცენტრის მისამართს, ტელეფონს;

4. ტესტირების ცენტრის ხელმძღვანელის გვარს, სახელს;

5. ტესტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობის ნომერს;

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების საწყის მონაცემებს:

ა) მფლობელი;

ბ) VIN კოდი (საიდენტიფიკაციო ნომერი);

გ) დამამზადებლის საფირმო დასახელება;

დ) მარკა და ტიპი ან/და მოდელი;

ე) ძრავას მარკა;

ვ) ძრავას მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (კვტ/ცხძ);

ზ) სრული მასა, კგ;

თ) აღჭურვილი (საკუთარი) მასა, კგ;

ი) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვით, წინა/უკანა, კგ;

კ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა, კგ;

ლ) გაბარიტული ზომები, მმ;

7. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად შეცვლილ მახასიათებლებს და მათ მნიშვნელობას;

8. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ბარათის რეგისტრაციის ნომერს; გაცემის თარიღს;

9. დასკვნას ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით;

10. ტესტირების ცენტრის პასუხისმგებელი პირის გვარს, სახელს, ხელმოწერას, ბეჭედს.

 

დანართი №4

 

ავტობუსების კლასიფიკაცია და მათი ძირითადი

კონსტრუქციული ელემენტები

 

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის №36 და №52 წესების შესაბამისად:

1. ავტობუსები იყოფა შემდეგ კლასებად:

ა) I – საქალაქო ავტობუსები - სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით და ფეხზე მდგომი მგზავრების გადასაყვანად ადგილებით, გასასვლელის გარდა;

ბ) II – საქალაქთაშორისო ავტობუსები - სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით, მაგრამ რომლებითაცც დასაშვებია გასასვლელში მდგომი მგზავრების გადაყვანა;

გ) III – შორი მიმოსვლის ავტობუსები - სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მჯდომარე მგზავრებისთვის შორ მანძილზე საკმარისად მაღალი კომფორტულებით.

2. დანართში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის გარდა (M2, M3 კატეგორიები);

ბ) სამგზავრო (შესასვლელი) კარი – კარი, რომელიც გამოიყენება მგზავრების მიერ ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში, მძღოლის სამუშაო ადგილზე ყოფნისას;

გ) ავარიული კარი - კარი, რომელიც სამგზავრო კართან ერთად განკუთვნილია მგზავრების გამოსასვლელად მხოლოდ განსაკუთრებულ და საშიშროების შემთხვევებში;

დ) ავარიული ფანჯარა – ფანჯარა, რომელიც გამოიყენება მგზავრების გამოსასვლელად მხოლოდ საშიშროების შემთხვევებში;

ე) ავარიული ლიუკი (სარკმელი) – ლუკი სახურავში, რომელიც გამოიყენება მგზავრების გამოსასვლელად მხოლოდ საშიშროების შემთხვევაში;

ვ) ავარიული გამოსასვლელი – ავარიული კარი, ავარიული ფანჯარა ან ავარიული ლუკი.

3. ავტობუსს უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი კარისა:  ერთი სამგზავრო და ერთი ავარიული, ან ორივე სამგზავრო.

4. ავტობუსს უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი ავარიული გამოსასვლელი წინა ან უკანა კედლიდან, ან ავარიული ლიუკი სახურავში.

5. ავარიული გამოსასვლელების საჭირო მინიმალური რაოდენობა ავარიული ლიუკების ჩაუთვლელად უდრის სამს.

6. სამგზავრო (შესასვლელი) კარის სიმაღლე შეადგენს არანაკლებ:

ა) 17 დასაჯდომ ადგილამდე ავტობუსებისათვის - 150 სმ;

ბ) 17 და მეტი დასაჯდომი ადგილით ავტობუსებისათვის:

ბ.ა) I კლასის – 180 სმ;

ბ.ბ) II და III კლასის – 165 სმ.

7. სავარძლებს შორის გასასვლელის სიმაღლე შეადგენს არანაკლებ:

ა) 17 დასაჯდომ ადგილამდე ავტობუსებისთვის – 150 სმ;

ბ) 17 და მეტი დასაჯდომი ადგილით ავტობუსებისათვის 190 სმ.

8. სავარძლებს შორის გასასვლელის სიგანე შეადგენს არანაკლებ: 

ა) 17 დასაჯდომ ადგილამდე ავტობუსებისთვის – 30 სმ;

ბ) 17 და მეტი დასაჯდომი ადგილით ავტობუსებისათვის:.

ბ.ა) I კლასის – 45 სმ;

ბ.ბ) II კლასის – 35 სმ;

ბ.გ) III კლასის – 30 სმ.

9. შესასვლელი კარის პიველი საფეხურის სიმაღლე გზიდან შეადგენს არაუმეტეს:

ა) 17 დასაჯდომ ადგილამდე ავტობუსებისთვის – 40 სმ;

ბ) 17 და მეტი დასაჯდომი ადგილით ავტობუსებისათვის:

ბ.ა) I კლასის – 36 სმ;

ბ.ბ) II და III კლასის – 40 სმ.

10. სავარძლის პარამეტრებია:

 

 

ნახ.1-ის შესაბამისად ზომები შეადგენს არანაკლებ:

 

ზომები, სმ

17 დასაჯდომ ადგილამდე ავტობუსებისათვის

 

Fmin

Gmin

 

 

ორადგილიანი

ერთადგილიანი

 

20

22, 5

25

17 და მეტი დასაჯდომი ადგილით ავტობუსებისათვის

I

20

22, 5

25

 

II

20

22, 5

25

 

III

22, 5

22, 5

25

11. სავარძლის პარამეტრები და განლაგება:

 

 

 

ნახ.2-ის შესაბამისად ზომები შეადგენს:

 

ზომები, სმ

17 დასაჯდომ ადგილამდე ავტობუსებისათვის

K

H

არა ნაკლებ

J

 

35

65

35 თვლის გარცმიდან

17 და მეტი დასაჯდომი ადგილით ავტობუსებისათვის

I

35

65

40-50

 

II

40

68

35 თვლის გარცმიდან

 

III

40

75

-

 

12. ავარიული ფანჯრები დამზადებული უნდა იყოს ადვილად და უსაფრთხოდ მსხვრევადი მინისაგან ან აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც იძლევა ჩარჩოდან ფანჯრის სწრაფად ამოღების ან გაღების საშუალებას. ის უნდა იყოს სწორკუთხედი ფორმის, მინიმალური ზომებით: სიმაღლე - 50 სმ, სიგანე - 70 სმ და ჭრილის ფართობი – 4 000 სმ2.

13. ავტობუსს უნდა გააჩნდეს ვენტილაციისა და გათბობის სისტემები. ვენტილაციის სისტემის ალტერნატივად შესაძლებელია ჩაითვალოს ფანჯრები ან ლიუკები, რომლებიც შესაძლებელია გაიღოს და გაღებულ მდგომარეობაში დაფიქსირდეს.

14. მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხმშობი გადასაკრავით და არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები.

15. ავტობუსის დანარჩენი პარამეტრები განისაზღვრება ზემოთ აღნიშნული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის №36 და №52 წესების შესაბამისად.

16. ავტობუსის კლასისა და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა უნდა აისახოს გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ბარათის შესაბამის გრაფაში.