საქართველოს სოფლის ბიბლიოთეკების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის ბიბლიოთეკების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 07/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
457
07/07/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 07/07/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოფლის ბიბლიოთეკების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 457

2008 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის ბიბლიოთეკების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის 218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, სოფლის ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის ღონისძიებათა ფარგლებში, კერძო სამართლის სუბიექტებს თხოვების ფორმით (უსასყიდლოდ), აღნიშნული მოძრავი ქონების არსებობის ვადით, თითოეულ ბიბლიოთეკას გადასცეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი 439 651 (ოთხას ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი) ლარის საერთო ღირებულების შემდეგი მოძრავი ქონება:

ა) კომპიუტერული ტექნიკის კომპლექტი, მათ შორის:

– სისტემური ბლოკი DCE2180/1Gბ/160/DVD RW/SP;

– მონიტორი 17” LCD SAMSUNG 721N;

– პრინტერი CANON I–SENSYS MF4018;

– უწყვეტი კვების ბლოკი UPS 600 MILLENIUM;

ბ) საბიბლიოთეკო ავეჯის კომპლექტი, მათ შორის:

– კომპიუტერის მაგიდა – 2;

– სამკითხველო მაგიდა – 3;

– წიგნების კარადა – 1;

– საოფისე სკამი იზო – 6;

გ) წიგნადი ფონდი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე), საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან (ნ. ვაჩეიშვილი) ერთად უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                             ვ. გურგენიძე