„დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №747 განკარგულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 07/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
450
07/07/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 07/07/2008
000000000.00(0).000.000000
„დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №747 განკარგულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 450

2008 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის 747 განკარგულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის 747 განკარგულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, სამუშაოების დაგვიანებით შესრულების გამო საურავებისა და 35/10 კვ 1000 კვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორის 35/10 კვ 2500 კვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორით შეცვლის სამუშაოების ღირებულების გამოკლებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები ენერგეტიკის სამინისტროს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

პრემიერ-მინისტრი                             ვ. გურგენიძე