დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 26/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №424
2008 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება
| № | დასახელება | მისამართი | შენობა-ნაგებობის ფართობი, კვ. მ | დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კვ. მ | საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის № |
|
| შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი | ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №117 | 5661,28 | 24210 | 05.06.03.036 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები