დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 422 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 26/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №422
2008 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის № 287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №287 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის სახსრებიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოთა გასაგრძელებლად, მათ შორის:
– 460 000 (ოთხას სამოცი ათასი) ლარი – ქ. სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოთა გასაგრძელებლად;
– 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი – საპროექტო სამუშაოთა შესასრულებლად.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები