დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.129.016100 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის №28 დადგენილებაში (სსმ 22/11/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – 500.“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი – 420.“; |
გ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,25. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, დისპეტჩერი – 320.“; |
დ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,26. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, ცვლის უფროსი – 410.“; |
ე)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,27. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, ათეულის მეთაური – 400.“; |
ვ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,28. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, მძღოლი – 390.“; |
ზ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,29. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, მეხანძრე – 390.“; |
თ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,30. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, მდივანი – 300.“; |
ი)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკური მუშაკი – 200“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები