ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დეტალური პროექტის (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩათვლით) მომზადების თაობაზე

  • Word
ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დეტალური პროექტის (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩათვლით) მომზადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 11/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
397
11/06/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 11/06/2008
000000000.00(0).000.000000
ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დეტალური პროექტის (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩათვლით) მომზადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 397

2008 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დეტალური პროექტის (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩათვლით) მომზადების თაობაზე

თბილისიდან თელავამდე უმოკლესი საავტომობილო გზით მოძრაობის ოპტიმალური მიმართულებების შერ­ჩევისა და შესაბა­მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუ­შავების, აგრეთვე დეტალური პროექტისა და მშენებლობის გან­ხორ­ციელების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავ­ტომობილო გზების დეპარტამენტმა შესაძლებლად მოკლე დროში უზრუნველყოს ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის მშენებლობის დეტალური პროექტის (ტექნიკურ-ეკონო­მიკური დასა­ბუ­თების ჩათვლით) დამუშავება, შემდგომ პერიოდში საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად შეარ­ჩიოს ოპტიმალური მიმართულება და მის საფუძველზე განახორ­ციელოს მშენებლობა.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სა­ხელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტო­მობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელოს აღნიშნული გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლისა და დეტალური პროექტის მომზადების (გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარი­შის გათვალისწინებით) მომსახურების შესყიდვა.

3. საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ საჭიროებენ სამშენებლო სამუ­შაოებს, გათვალისწინებულ იქნეს გზის რეაბილიტაცია-შეკეთება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         . გურგენიძე