დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №383
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ ენგურჰესისათვის“ სესხის გამოყოფის თაობაზე
1. ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესებისა და საქართველოს ენერგოსისტემის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ვარდნილჰესებზე შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან შპს „ენგურჰესს“ საკრედიტო რესურსად გამოუყოს 17 300 000 (ჩვიდმეტი მილიონ სამასი ათასი) ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს მასთან შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება.
2. სესხის თანხის შპს „ენგურჰესისათვის“ გაცემა განხორციელდეს პერიოდულად, მისი მოთხოვნის საფუძველზე.
3. სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2018 წლის 31 დეკემბერი, ხოლო სესხის სარგებლის განაკვეთად – წლიური 6 პროცენტი, სესხით სარგებლობის 4-წლიანი შეღავათიანი პერიოდით (სესხის ძირითადი თანხის გადახდა და სარგებლის პროცენტის დარიცხვა იწყება ამ პერიოდის დასრულების შემდეგ).
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური).
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები