„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01.05.05
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 08/01/2014
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 210010010.37.101.016176
01.05.05
08/01/2014
ვებგვერდი, 13/01/2014
210010010.37.101.016176
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
 
ქალაქ თბილისის მთავრობა

დადგენილება №01.05.05

2014 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,

                                                                 ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.02.1078 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 25/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 210010010.37.101.016165) დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების წესში“ და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც 2012 წლის 28 ივნისის დროისათვის წარმოშობილი აქვს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემასთან დაკავშირებით გადასახდელი მოსაკრებლის დავალიანება, შესაძლებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით დადებულ იქნეს შეთანხმება არსებული დავალიანების გადახდისაგან მისი სრულად გათავისუფლების თაობაზე,  თუ იგი შეთანხმებით იკისრებს ვალდებულებას, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ  ორგანოს აღნიშნული წესის ძალაში შესვლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე