დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 433 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017658 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2014 - 17/10/2023)
|
ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესი“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის №2-236 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესი |
მუხლი 1. ამოღების წესი
ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (შემდგომში - პროდუქციის) ამოღება წარმოებს შემდეგი წესით: ა) პროდუქციის ამოღებას ახორციელებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის სამოქმედო ზონაში: ა.ა) ორგანოლეპტიკური გამოკვლევით, შენახვის პირობების დარღვევის შედეგად უვარგისად მიჩნეული ან ვადაგასული პროდუქციის გასანადგურებლად; ა.ბ) თანმხლები სათანადო საბუთის გარეშე არსებული პროდუქციიდან ნიმუშების გასაგზავნად ვარგისიანობაზე ლაბორატორიული გამოკვლევისათვის და ლუქავს პროდუქციას. ნიმუშების ვარგისიანობის შემთხვევაში პროდუქციას უშვებს შემდგომში გამოსაყენებლად; ბ) სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროდუქციის ამოღების თაობაზე ადგენს აქტს, რომელსაც აწერს ხელს პროდუქციის მფლობელთან ერთად. მუხლი 2. განადგურების წესი 1. ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების განადგურება წარმოებს შემდეგი წესით: ა) ცოცხალი ცხოველების (ფრინველი, თევზი) - დახოცვითა და შემდეგ დაწვით; დაწვის ადგილის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებისა და ნარჩენების დამარხვით; ბ) მეცხოველეობის პროდუქტების - სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების შემდეგ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; გ) ცხოველური წარმოშობის ყველა სახის ნედლეულის: ტყავნედლეული, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, ბეწვეული და სხვა _ დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; დ) მეორადი ნედლეულის: ცხოველების რქები და ჩლიქები, ნაწლავები, დაკონსერვებული სისხლი, აბრეშუმის ჭუპრი, ნაღველი, ნაღვლის კენჭები - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; ე) ცხოველის სპერმა, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი, ცხოველთა ემბრიონები, ენდოკრინული ნედლეული - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ვ) კონსერვების - გაჭყლეტით, შემდეგ დეზინფექციითა და დამარხვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ზ) ფურაჟისა და უხეში საკვების - დაწვითა და ნარჩენების დამარხვით; თ) ბიოპრეპარატების, სავაქცინე და საკონტროლო შტამების - თანმხლები ან არსებული დარიგების შესაბამისად, დაწვით ან ბეკარის ორმოში მოთავსებით; ი) ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა ვეტერინარული პრეპარატების - დაწვით. 2. დაწვა-დამარხვა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში. შესაძლებლობის მიხედვით დაწვა ხორციელდება ასევე საუტილიზაციო ქარხანაში ან სპეციალურ ღუმელში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები