დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3-16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016229 |
|
საქართველოს მთავრობა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,
- სურთ რა საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა, - აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ხალხის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის, - აღიარებენ რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნის მნიშვნელობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
მუხლი 2 მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოს და ესტონეთის იმ მეწარმეებს და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დაწყებას და განვითარებას, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაში, ახორციელებენ ინვესტიციებს ტურიზმის სფეროში და აწარმოებენ ერთობლივ საქმიანობას ტურისტების მომსახურების მიზნით.
მუხლი 3
მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საქმიანობის მეშვეობით, კერძოდ:
a) ერთობლივი საქმიანობის მხარდაჭერით ორივე ქვეყნის ტურისტების მომსახურების მიზნით; b) ექსპერტების გაცვლით; d) ტურისტების მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებით.
მუხლი 4 მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას შემდეგ სფეროებში:
მუხლი 5 მხარეები ხელს შეუწყობენ იმ ექსპერტების და მეცნიერების გაცვლას, რომლებიც სპეციალიზდებიან ტურიზმის სფეროში, ასევე, იმ ინსტიტუტების თანამშრომლებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტურიზმის სფეროში კვლევების განხორციელებაზე.
მუხლი 6 თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მის სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე მხარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების შექმნას.
მუხლი 7 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას და ნოუ-ჰაუს, რომელიც მიღებული აქვთ ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობის შედეგად.
მუხლი 8
მუხლი 9 ამ შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლის თანახმად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 10 ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ.
მუხლი 11 ეს შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთ) წლიანი პერიოდებით. თუ რომელიმე მხარემ, მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ განაცხადა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზარახვის შესახებ.
შესრულებულია 2013 წლის 9 სექტემბერს, ქ. ტალინი, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები