დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 920 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №920
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 225 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 225 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საომარი მოქმედებების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ონის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 67 200 (სამოცდაშვიდი ათას ორასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები