დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 380 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №380
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„ ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ზემო აფხაზეთში ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის №107 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე უზრუნველყონ ზემო აფხაზეთში, დალი-კოდორის ხეობაში არსებული ომარიშარისა და საკენის ჰიდროელექტროსადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული შპს „ენგურჰესისა“ და ამავე ტერიტორიაზე განთავსებული 10 კვ. და 0,4 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საწესდებო კაპიტალში შესატანად სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები