სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
377
04/06/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008
000000000.00(0).000.000000
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 377

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) უზრუნველყოს საჭირო მომსახურების შესყიდვა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მეთოდოლოგიის გადახედვა-გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების სქემის სრულყოფის მიზნით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებანი ამ განკარგულების შესასრულებლად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე