მაგისტრალური გაზსადენების განშტოებებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
მაგისტრალური გაზსადენების განშტოებებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 375
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
375
04/06/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008
000000000.00(0).000.000000
მაგისტრალური გაზსადენების განშტოებებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 375

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

მაგისტრალური გაზსადენების განშტოებებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების ღონისძიებათა შესახებ

1. შპს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განსახორციელებული მაგისტრალური გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების გადაუდებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) წითელი ხიდი – წალკა – ალასტანი – ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის კოთელია-ასპინძის განშტოების მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის;

ბ) ქუთაისი – სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების (სამტრედია-ნატანების მონაკვეთი) 30-ე კილომეტრზე მდინარე სუფსის საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქციისათვის;

გ) რუსთავი – თელავის 315 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის საგარეჯოს განშტოების (საერთო სიგრძით 25 კმ) 250 მმ-იანი საწყისი სექციის მონაკვეთზე გაზის გამანაწილებელი სადგურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის;

დ) ქუთაისი – სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 22-ე კილომეტრზე ხონის განშტოების მშენებლობისათვის.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              . გურგენიძე