დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 445 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017646 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2014 - 16/05/2022)
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1996 წლის 17 სექტემბრის №129 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) შესახებ |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს მცირე მდინარეების კატეგორიას განეკუთვნებიან მდინარეები, რომელთა სიგრძე სათავედან შესართავამდე არ აღემატება 75 კმ-ს. 2. მცირე მდინარეთა წყლის რესურსების სისუფთავის შესანარჩუნებლად, მათი დაბინძურებისაგან დასაცავად, გამოიყოფა მცირე მდინარეთა წყალდაცვითი ზოლები (ზონები). 3. წყალდაცვით ზოლად (ზონად) ითვლება მდინარის მიმდებარე ტრიტორია, სადაც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დასაცავად დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან. 4. წყალდაცვით ზოლში (ზონაში) შეიძლება შეტანილი იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, კალაპოტის მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მდინარეთა ნაპირებს. 5. მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლის (ზონის) სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში ქვემოთ მოცემული წესით: ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 10 მეტრი; ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 20 მეტრი; გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 30 მეტრი; შენიშვნა: 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარეები საქართველოში ითვლება დიდ მდინარეებად და მათი წყალდაცვითი ზოლები მერყეობს 30-დან 50-მდე მეტრის ფარგლებში. მუხლი 2. მცირე მდინარეთა ნაპირებზე წყალდაცვითი ზოლის(ზონის) ფარგლებში მოქმედი აკრძალვები მცირე მდინარეთა ნაპირებზე წყალდაცვითი ზოლის (ზონის) ფარგლებში აკრძალულია: ა) საწარმოო, სატრანსპორტო, სამშენებლო, კომუნალური და სხვა სამეურნეო ობიექტების, შენობების, ნაგებობების (გარდა წყალამღები, წყალმარეგულირებელი, ჰიდროტექნიკური და ჰიდრომეტრიული ობიექტებისა) მშენებლობა; ბ) მრავალწლიანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების პესტიციდებით შეწამვლა ავიაშესხურების გზით; გ) პესტიციდებისა და მინერალური სასუქების, აგრეთვე სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა-დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა; დ) ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება თევზსამეურნეო წყალსატევებისათვის დადგენილი ნორმების გადამეტებით; ე) ტყისა და სხვა ხე-მცენარეების მოჭრა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (დაავადება, გახმობა), კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) აფეთქებითი სამუშაოების წარმოება მდინარის კალაპოტში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა; ზ) ინერტული მასალებისა და სხვა წიაღისეულის მოპოვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მუხლი 3. მცირე მდინარეების წყალდაცვით ზოლში (ზონაში) მოქმედი სპეციალური მოთხოვნები 1. მცირე მდინარეების წყალდაცვით ზოლში (ზონაში) განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, აღიჭურვილი უნდა იყოს სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის დაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა აღნიშნული ნაგებობებიდან. 2. ქალაქებში, დაბებსა და სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში მცირე მდინარეთა წყალდაცვითი ზოლი (ზონა) უნდა მოეწყოს გენერალური გეგმების შესაბამისად, რომლებშიც გადაწყვეტილია გარემოს დაცვის ყველა საინჟინრო, სანიტარული და ჰიგიენური საკითხი. მუხლი 4. მცირე მდინარეებზე ლაბორატორიული დაკვირვება მცირე მდინარეებისა და მათი შენაკადების სათანადო ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ჩამდინარე წყლებისა და თვით მდინარის დაბინძურების დონის ლაბორატორიულ დაკვირვებას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება. მუხლი 5. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები