დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, ეკლესიების რესტავრაცია-მშენებლობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №369
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, ეკლესიების რესტავრაცია-მშენებლობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუზეუმების, ეკლესიების რესტავრაცია-მშენებლობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ 6 000 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფა სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადიგენის სატყეო უბანში.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განახორციელოს პირველი პუნქტით განსაზღვრული სამასალე მერქნის ჭრა და უზრუნველყოს მოჭრილი მერქნის გადაცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული საქველმოქმედო ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელებისათვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციის შერჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები