დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №366
2008 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაეცეს იჯარის ფორმით სს „თი ბი სი ბანკს“ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სასახლის „C“ კორპუსში არსებული 18 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო სს ,,საქართველოს ბანკს” – ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სასახლის „C“ კორპუსში არსებული 22 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სს „თი ბი სი ბანკსა“ და სს ,,საქართველოს ბანკთან“ საიჯარო ხელშეკრულებათა გაფორმების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები