„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 08/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017578
1
03/01/2014
ვებგვერდი, 08/01/2014
010240030.10.003.017578
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №1

2014 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“;

 

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,ზ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი;“;

 

გ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,ი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი;“.

 

2. მე-9 მუხლის:

ა) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტი  – მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; საზოგადოებასა და მედიის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის;“;

ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი – სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია; სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების დაყვანა სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებამდე და მისი რეალიზაციის გრაფიკის დადგენა; სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;“;

გ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი – სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობის კოორდინაცია; დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, პროტოკოლური უზრუნველყოფა, სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და შესაბამის ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 8 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი