„2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №742 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 911
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
911
24/11/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/2009
000000000.00.00.000000
„2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №742 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 911

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის 742 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, 2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის 742 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა გამოყოფილ ტყეკაფებში საშეშე მერქნის დამზადების, ტყეკაფიდან ტრანსპორტირებისა და იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის სხვა აუცილებელ ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით. .

2. მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური