„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.020.000.05.001.002.930
  • Word
5118
29/06/2007
სსმ, 27, 17/07/2007
340.020.000.05.001.002.930
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 450) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები 2009 წლის 31 დეკემბრამდე გავრცელდეს მხოლოდ:

ა) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო ორგანიზმების გავრცელებისას;

ბ) მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ პროდუქციაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 29 ივნისი.

№5118–რს