დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის №649 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 832 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №832
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის №649 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის №649 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შეიქმნას აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავის იუბილეს ხელშემწყობი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ნოდია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
კახა ბენდუქიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი
რამაზ ბოჭორიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გიორგი გაბაშვილი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე
თამაზ გამყრელიძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი
ივანე გელაშვილი - სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე
გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
გიგი თევზაძე - თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ფრიდონ თოდუა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
ჯუმბერ ლომინაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
ოთარ ნათიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
გიგი უგულავა - ქალაქ თბილისის მერი
გურამ ხარატიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
გიორგი ხარაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
გიორგი ხუბუა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
გიორგი ჯავახიშვილი - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტთან არსებული ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი
ნათია ჯოხაძე - სსიპ _ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, კომისიის მდივანი.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ქვეპუნქტი:
„ვ) კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს საიუბილეო ღონისძიებების დასრულებამდე.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები