დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №753 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 830 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №830
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №753 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №753 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საკვები პროდუქტების შეძენა და ტრანსპორტირება, აგრეთვე საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა საჭირო პირველადი მოხმარების საგნების შეძენა, ტრანსპორტირება და მონტაჟი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები