დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 სექტემბრის №594 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 827 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №827
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 სექტემბრის №594 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 სექტემბრის №594 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”;
ბ) განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით:“;
გ) განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2008-2009 წლების ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს:
ა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საშეშე კატეგორიის ხეების (ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, დაზიანებული, დაავადებული) აღრიცხვა (მონიშვნა), საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოსათვის დამაგრება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიებზე საშეშე კატეგორიის ხეების აღრიცხვა, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოსათვის კომისიური წესით (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით) დამაგრება და გაცემა.“.
2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან – რეგიონალურ სატყეო სამმართველოებთან კოორდინაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს უფლებამოსილი პირების ან მათი წარმომადგენლების ტყეკაფებში ორგანიზებულად დასაშვებად.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები