საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 823
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
823
03/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №823

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სისტემის ინსტი­ტუციური დამოუკიდებლობის, სტატისტიკური კვლევების ხა­რის­ხისა და სანდოობის ამაღლებისა და საერთაშორისო სტან­დარ­ტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. შეიქმნას სტატისტიკის რეფორმის კონცეფციის შემ­მუ­შა­ვებელი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

დავით ამაღლობელი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრუ­ლებელი

თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრის მოადგილე

გიორგი მელაძე - საქართველოს პარლამენტის დარ­გობრივი ეკონომიკისა და ეკონო­მიკური პოლიტიკის კომიტეტის თავ­­მჯდომარე

ალექსანდრე რონდელი - საქართველოს სტრატეგიისა და სა­ერ­თაშორისო ურთიერთობების კვლე­­­ვის ფონდის პრეზიდენტი

როი საუთვორთი - საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

რობერტ ქრისტიანსენი - სსიპ – საფინანსო ზედამხედვე­ლო­ბის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი ჯანდიერი - ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი.

2. სამუშაო ჯგუფმა 2 თვეში შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს განსახილველად საქართველოს სტა­ტისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფცია.

3. სამუშაო ჯგუფის წევრებმა თავისი შემადგენლობიდან უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა.

4. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს საქართველოს სტა­ტისტიკის სისტემის რეფორმის კონცეფციის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებამდე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  გ. მგალობლიშვილი