დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობოკომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 822 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №822
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობოკომისიის შექმნის თაობაზე
2010 წლის 1 მაისიდან 31 ოქტომბრამდე ჩინეთში, ქალაქ შანხაიში ეწყობა მსოფლიო გამოფენა „EXPO 2010“. გამოფენაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობისა და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში –კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ეკატერინე შარაშიძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
მამუკა ახვლედიანი – ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ლევან დავითულიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ნატალია კასრაძე – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი
ვასილ მანაგაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ თავმჯდომარე
ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ბექა ჯაყელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2. საქართველოს მხარის გამოფენის კომისიონერად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ჯაყელი.
3. კომისიამ ორ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს:
ა) „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მოსამზადებელ ღონისძიებათა გეგმა;
ბ) „EXPO 2010“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის გეგმის თანახმად შედგენილი ხარჯთა ნუსხა.
4. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 31 ოქტომბრამდე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები