სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 821
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
821
03/12/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №821

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

1. „სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორ­ტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპ­როგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების 51 პუნქტის საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვა­ლისწინებით, შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე იმ საწარმოთა მხარდასაჭერად, რომელთაც ქვეყა­ნაში საომარი მოქმედებების გამო შეექმნათ პრობლემები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრო­სათ­ვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალის­წინებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ასიგ­ნებიდან (ორგანიზაციული კოდი­ – 26 20 02) გამოეყოთ სესხი:

ა) შპს „გორელლი“ – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 217 892 902);

ბ) შპს „მამონტი“ – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 243 855 556);

გ) კოოპერატივი „დინასტია“ – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 218 053 629);

დ) ინდივიდუალური მეწარმე „ილია ნასყიდაშვილი“ – 200 000 (ორასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 117 993 519).

2. სესხი გაიცემა 5 წლის ვადით.

3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნება 8 პროცენტი.

4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყება 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25-60 თვეებზე განაწილებით.

5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება სესხის გაცემიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.

6. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.

7. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავ­ნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარან­ტიით და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სა­დაზ­­ღვევო მოწმობით (პოლისით);

8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქარ­თველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღ­ნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელ­შეკ­რულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.

9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრმა ე. შარაშიძემ.

10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი