დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 820 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №820
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ
„სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების 51 პუნქტის საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურისტულ სექტორში მომუშავე საწარმოს მხარდასაჭერად, რომელსაც ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო ტურისტული სეზონის დროს შეექმნა პრობლემები:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი – 26 20 02) ინდივიდუალური მეწარმე „გურამ დოლიძე“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი – 148 417 861) გამოეყოს სესხი 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 8-პროცენტიანი განაკვეთით.
2. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყება 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25-60 თვეებზე განაწილებით.
3. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება სესხის გაცემიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.
4. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.
5. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).
6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულება და გასცეს სესხი.
7. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები