დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 819 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №819
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა:
გრიგოლ მგალობლიშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
პაატა ბოლაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
კობა ბოჭორიშვილი -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი
ბიძინა ბრეგაძე - შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
მარიამ გაბუნია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ირაკლი ეზუგბაია - შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
ზურაბ ერისთავი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში
გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მამუკა ვაწაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი
ეკატერინე ზღულაძე -საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი თაქთაქიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით მაღრაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ ნათბილაძე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
გია ნოდია -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დავით პიპინაშვილი-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
ხათუნა სალუქვაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი
ირაკლი სირაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე
ნიკოლოზ ფრუიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ქართლოს ყორანაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი ხაჩიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ზურაბ ჯანჯღავა-შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები