დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის წევრების გ. მელაძისა და პ. კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 818 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 28/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №818
2008 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის წევრების გ. მელაძისა და პ. კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრების გ. მელაძისა და პ. კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“, „შემოსულობების განაწილების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები