დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №363
2008 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოს შპს „საქაერონავიგაციას“ კოპიტნარის აეროპორტის თანამედროვე საჰაერო მართვის სისტემებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველსაყოფად საჭირო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები