დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №357
2008 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქარ თვე ლოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენი ლე ბით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნ ქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბ ლი კას სა კუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება განკარგულების შესასრულებლად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა
| № | დასახელება | მისამართი | შენობა-ნაგებობის ფართობი, კვ. მ | დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობი, კვ. მ | საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის № |
| 1 | შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი | ქ. ბათუმი, ზედა ქალაქი (თამარის დასახლება) |
1119,9 |
43635,8 |
05.09.45.074 |
| 2 | მშენებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი | ქ. ბათუმი, თამარის დასახლება, თამარ მეფის გზატკეცილი |
მშენებარე |
22462 |
05.10.20.002 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები