დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №740 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 809 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №809
2008 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №740 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „შპს „ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №740 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შპს ,,ჯორჯიან მანგანეზზე“ გაცემულ №00414 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ლიცენზიატმა 2008-2011 წლებში აწარმოოს ჯამში მინიმუმ 1 600 000 ტონა მადნის კონცენტრატი, წელიწადში მინიმუმ 200 000 ტონის წარმოების პირობით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები