საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინტელექტუალური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
354
27/05/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 27/05/2008
000000000.00(0).000.000000
საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინტელექტუალური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 354

2008 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინტელექტუალური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მინიჭების შესახებ

საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში (საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 12 05) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს რიგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციას.

რეაბილიტაციის სამუშაოთა დაგეგმვისა და შესრულებისათვის საჭიროა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, რაც თავისთავად არის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა. ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვისათვის კანონმდებლობით დადგენილია 2-ეტაპიანი ტენდერი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 45 დღეს. სრული რეაბილიტაციის სამუშაოთა შესრულების მასშტაბებიდან გამომდინარე რეაბილიტაციის ვადებმა შესაძლებელია გადააჭარბოს საზაფხულო არდადეგების პერიოდს და ამით ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესის დადგენილ ვადებში დაწყებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში (საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საბიუჯეტო ორგანიზაციული კოდი 32 12 05) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭოს უფლებამოსილება უზრუნველყოს სსიპ – გორის უნივერსიტეტისა და სსიპ – ახალციხის ინსტიტუტის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესასრულებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                               ვ. გურგენიძე