კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word
კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 905
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
905
24/11/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 24/11/2009
000000000.00.00.000000
კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №905

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

  კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 15.48 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამო­რიც­ხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  მოწონებულ იქნეს ყვარლის მუნი­ციპალიტეტის გამგეობის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2009 წლის 13 აგვისტოს სხდომის ოქმი № 7) და ფერმერული მეურნეობების განვითარებისათვის კახე­თის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემ­დება­რებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ყვარლის სატყეო უბნის (ყოფილი შილდის სატყეო) №80 კვარტალის №№4,5,6,7,8 ლიტერიდან – 9.26 ჰა, №10 ლიტერიდან – 0.36 ჰა, №14 ლიტერიდან – 1.01 ჰა, №№11,13,17 ლიტერიდან – 4.85 ჰა, სულ 15.48 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო სამე­ურ­ნეო ტყის ფონ­დი­დან ყვარლის მუნიციპალიტეტისა­თვის გა­დასაცე­მად.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამი­ნის­ტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამი­ნისტრომ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით უზ­რუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავა­ლი საკითხების კა­ნონ­მდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 პრემიერ-მინისტრი                                                                                          ნ. გილაური