საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ბანკისათვის თანხის დაბრუნების შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ბანკისათვის თანხის დაბრუნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 808
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
808
26/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ბანკისათვის თანხის დაბრუნების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №808

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ბანკისათვის თანხის დაბრუნების შესახებ

1. დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის განხორ­ციელების მიზნით ,,საქართველოსა და გარემოს გლობალური ფონდის პროექტების აღმასრულებელი სააგენტოს უფლება­მოსილების მქონე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთა­შორისო ბანკს შორის გაფორმებული „გარემოს გლობალური ფონდის საგრანტო ხელშეკრულების (დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი)“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 03.01.2002 წელი, №1320 დადგენილებით) №1 და­ნართის მე-5 პუნქტისა და №5 დანართის მე-6 პუნქტის მო­თხოვნათა გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. ხაჩიძე) „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 231 608, 21 (ორას ოცდათერთმეტი ათას ექვსას რვა დოლარი და

ოცდაერთი ცენტი) აშშ დოლარის მსოფლიო ბანკის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქარ­­თველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 513 მუხლის პირველი პუნ­ქტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი