საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 804
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
804
26/11/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 26/11/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №804

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

1. სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების სადაზღვევო მომსახურებით ჩანაცვლების თაობაზე მოსახლეობის ადეკვა­ტური ინფორმირების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვი­ტა­­შვილი) უზრუნველყოს სოციალური შინაარსის საინფორ­მაციო კლიპების დამზადება და განთავსება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. აღნიშნული საინფორმაციო კლიპების დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტრომ საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა „სახელ­მწიფო შეს­ყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი