საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 884
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
884
18/11/2009
გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 884

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. საპარლამენტო მდივნის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები: სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 30. 09. 09. 1/241).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ. გილაური