საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „არსენალ დეველოპმენტს“ შორის დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „არსენალ დეველოპმენტს“ შორის დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 350
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 22/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
350
22/05/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 22/05/2008
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „არსენალ დეველოპმენტს“ შორის დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №350

2008 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ არსენალ დეველოპმენტს“ შორის დამატებითი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფ­ლე­ბით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების სამინისტროსა, და მეორე მხრივ, შპს „არსენალ დეველოპმენტს“ შორის გასაფორმებელი დამა­ტე­ბი­თი წერილობითი ხელშეკრულება – სახელმწიფო საკუთ­რება­ში არსებული ქ. თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ს/ქ №17, ყოფ. არსენალი) მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მათზე და­მაგ­რებული 772958 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე საქარ­თვე­ლოში, თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში (მიწის (უძრა­ვი ქონების) საკადასტრო კოდი 01/16/07/02/020) ნასყიდო­ბას­თან დაკავშირებით.

2. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს, გააფორმოს პირველ პუნქტში მითითებული დამატებითი წერილობითი ხელშეკ­რუ­ლება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე