ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
342
15/05/2008
გამოუქვეყნებელი, 0, 15/05/2008
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №342

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. სოფელ წესის საჯარო სკოლის ცენტრალური გათბო­ბის მოწყობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გან­სა­ხორციელებელი პროექტების ფონდიდან ამბროლაურის მუ­ნი­ციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად რეაბილიტაციის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორცი­ელონ  სახელმწიფო რწუნებულმა – გუბერნატორმა  ამბრო­ლა­ურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დ. გაგოშიძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე