დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 881 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №881
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს 2009 სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება .
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ დაფინანსების ხელშეკრულებაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრ კ. ბაინდურაშვილისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების მისანიჭებლად აუცილებელი პროცედურების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები